ყველა ვარსკვლავის მატჩზე გუნდები მაისურებზე დატანილი სამგლოვიარე ნიშნებით გავლენ
ყველა ვარსკვლავის მატჩზე გუნდები მაისურებზე დატანილი სამგლოვიარე ნიშნებით გავლენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი მცირე შესვენებაზე გავიდა. ჩიკაგოში ყველა ვარსკვლავის კვირეული ახლოვდება. როგორც ცნობილი გახდა, 26 იანვარს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ლებრონისა და იანისის გუნდები ყველა ვარსკვლავის მატჩზე სპეციალური მაისურებით გავლენ, რომლებზეც სამგლოვიარო ნიშნები იქნება დატანილი.

მაისურის ერთ მხარეს შავი წრე იქნება ცხრა თეთრი ვარსკვლავით. ეს სიმბოლოები კობი ბრაიანტს, მის ქალიშვილ ჯანასა და ავიაკატასტროფის დროს დაღუპულ კიდევ შვიდ ადამიანის განასახირებეს. მეორე ნაწილზე კი შავი ლენტია განთავსებული დევის სტერნის პატივსაცემად. NBA-ს კომისარი ლიგას 1984-2014 წლამდე ხელმძღვანელობდა და მიმდინარე წლის იანვარში გარდაიცვალა.