ყველა მწყობრშია, დებიუტანტის გარდა - საქართველო ნიდერლანდებისთვის ენსხედეში ემზადება #1TVSPORT
წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა 5 ივნისს, საფეხბურთო კლუბს „ტვენტეს“ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.
საწვრთნელი პროცესი ხანმოკლე იყო და ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა – მასში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ მცველმა, ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა ირაკლი აზაროვმა ივარჯიშა ინდივიდუალური პროგრამით.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (ბათუმის დინამო, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)
მცველები: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – ბათუმის დინამო, საქართველო), გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (პოზნანის ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ჰატაიასპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (ბათუმის დინამო, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (უგუნდო), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი,კვიპროსი),
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი,საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი,უნგრეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი,თურქეთი)
ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს“ სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო FM 102,3.