ყურბან ბერდიევი – დავითაშვილს სხვა წინადადებები აქვს, მაგრამ შესაძლოა რუბინში მაინც დაბრუნდეს

01:41, 02.03.2019

ყურბერ ბერედიევი რუსეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ზურიკო დავითაშვილის თაობაზე შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ყაზანის რუბინთან ერთად ემზადებოდა, მაგრამ ბოლო შეკრების შემდეგ გუნდი დატოვა და განაცხადა, რომ ყაზანელების შემოთავაზებული პირობები არ მოეწონა და რომ ევროპაში თამაში სურს.

„დავითაშვილს რაც შეეხება, პრობლემები მის მშობლებთან დაკავშირებით შეიქმნა. ზურიკოს აგენტი და კლუბი კი საერთო ენის გამონახვას ვცდილობთ. როგორც ჩანს, მას სხვა წინადადებები გააჩნია. იქნებ რაღაც კიდევ შეიცვალოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ის რუბინში ჯუდევ დაბრუნდეს“ – ამბობს ბერდიევი.

შეგახსენებთ, რომ პირველ არხთან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მისი ტრანსფერით ევროპული კლუბები, ბელგიური გენტი და გერმანული ჰამბურგი დაინტერესდნენ, მათ გარდა, კიდევ რამდენიმე ბელგიური, შვეიცარიული და პორტუგალიური კლუბი აქტიურობს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლსი ოქტომბერში ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემა გარდიანმა (The Guardian) დავითაშვილი და მისი თანატოლი ხვიჩა კვარაცხელია (რომელიც ახლახანს მოსკოვის ლოკომოტივში ჩაირიცხა) მსოფლიოს 60 გამორჩეულ ტალატს შორის დაასახელა.

მსგავსი