ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი მიულოცა #1TVSPORT
ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი მიულოცა #1TVSPORT

წარმატებული იტალიური დებიუტი და პირველი გოლი სტუმრად „ვერონასთან“ (5:2) ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელებმა მიულოცეს.

„თქვენ წარმოიდგენეთ, ხვიჩა და მირანჩუკი რომ ყოფილიყვნენ „ლოკომოტივში“, რა გუნდი იქნებოდა? რომ არა მეშჩერიაკოვისა და კიკნაძის მცდარი გადაწყვეტილებები, „ლოკომოტივს“ შეეძლო ევროპულ არენაზე ეთამაშა ნებისმიერ გუნდთან. ვულოცავ ხვიჩას. ის შესანიშნავია! განსაკუთრებით პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანგარიშის გათანაბრება. მან აშკარად მოიპოვა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში“, – განაცხადა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა „სპორტ-ექსპრესთან“.

ლეონიდ სლუცკი, ყაზანის „რუბინის” მთავარი მწვრთნელი:

„ძალიან მიხარია ხვიჩას წარმატება. ჩვენ მას ყურადღებით ვუყურებთ და გვენატრება“.

შეგახსენებთ, რომ „ვერონასთან“ შეხვედრაში ქართველი გარემარბი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს. მან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.