ყოფილმა მეექვსე ჩოგანმა კარიერის დასრულებასა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა
ყოფილმა მეექვსე ჩოგანმა კარიერის დასრულებასა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა

31 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლა სუარეს-ნავარომ გამოაცხადა, რომ სპორტულ კარიერას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს.

„2020 წელი ბოლო იქნება ჩემთვის პროფესიულ ჩოგბურთში. როგორც ყველამ იცით, ჩოგბურთი ჩემთვის ყველაფერია. ამას ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, როცა თამაშს ვიწყებდი. მაგრამ თანდათან მიჩნდება სხვა პრიორიტეტები, მაგალითად, ოჯახთან მეტი დროის გატარება“, – განაცხადა სუარეს ნავარომ. მანვე დაამატა, რომ მიზნად დაისახა 2020 წლის დასრულება რეიტინგის ტოპ-ათეულში.

გარდა ამისა, მსოფლიოს ყოფილმა მეექვსე ჩოგანმა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. მისი თქმით, ის ხვდება ფიზიოთერაპევტსა და იოგას დამწყებ ინსტრუქტორს მართას.

ესპანელ ჩოგბურთელს კარიერაში WTA-ის ორი ტურნირი აქვს მოგებული და რეიტინგში 55-ე ადგილს იკავებს.