ყოფილ ბრიტანელ მოცურავეს ეშინია, რომ პუტინი კაცებს ქალების ტურნირებზე გაგზავნის
ყოფილი ბრიტანელი მოცურავე შარონ დეივისი გამოეხმაურა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელის მარტინა ნავრატილოვას განცხადებას იმის შესახებ, რომ მამაკაცი-ტრანსგენდერები ქალებთან ერთად ტურნირებზე გამოსვლისას, უსამართლო უპირატესობას იღებენ.
ბრიტანელს მიაჩნია, რომ მსგავსი წესებით სავსებით შეიძლება ისარგებლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. დევისის სიტყვები მოჰყავს გაზეთ „თაიმსს“ (The Times):
„წავიკითხე მარტინას სტატია. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვიდე და ავხსნა სიტუაცია. ვფიქრობ, ადამიანები ვერ მიხვდნენ, რამდენად შეიცვალა წესი 2015 წლის შემდეგ. ჩემი აზრით, ეს საიდუმლოდ გააკეთეს. გამორიცხული არ არის, რომ ქალთა სპორტი სერიოზულად დაზარალდეს. გავიფიქრე: „ვინ დაიცავს ქალებსა და ქალთა სპორტს?“ ვიცი, რას ნიშნავს, როცა სტარტზე გადიხარ ისეთ ადამიანთან ერთად, რომელსაც უსამართლო უპირატესობა აქვს. საკუთარ თავზე გამომიცდია ეს და ახლა, განწყობილი ვარ ყველაფერი შევცვალო.
პრობლემა იმაშია, რომ არსებობს ამ სისტემის ბოროტად გამოყენების საფრთხე, მაგრამ ამას, ჯერ არავინ აქცევს ყურადღებას.
მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებისთვისაც სულ ერთია, როგორ მოიგებენ მედლებს. ჩვენ ეს ისტორიიდან ვიცით და იქიდან, თუ რას აკეთებდნენ რუსები სოჭში 2014 წელს. ახლა კი კანონი არსებობს: ადამიანს აღარ სჭირდება ოპერაცია სქესის შესაცვლელად, საკმარისია, უბრალოდ, საკუთარი თავის დამოუკიდებლად იდენტიფიცირება და წლის განმავლობაში ტესტოსტერონის დონის შემცირება. ვინ აკონტროლებს ამას? და მაშინ, შენ შეძლებ გაემგზავრო ოლიმპიადაზე და გამოხვიდე ქალებს შორის.
მე რომ ვლადიმირ პუტინი ვიყო, ავირჩევდი კაცებს TOP12-დან და ვეტყოდი: „შეგიძლიათ წახვიდეთ ქალთა ტურნირებში გამოსასვლელად. ამით მთელ ტომარა მედლებს შეაგროვებთ ისე, რომ არანაირ წესებს არ დაარღვევთ. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზე ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ამაზე წავლენ. მათ სპორტსმენებს აძლევდნენ ამ საშიშ პრეპარატებს და ახლა, ბევრს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიდი პრობლემები. ისინი მხვერპლად იქცნენ, თუმცა, ალბათ, სხვა არჩევანიც არ ჰქონდათ”.
შარონ დეივისი 62 წლისაა. ის 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე გამოდიოდა და ვერცხლის მედალი აიღო 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში.