ყენიამ ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა
ყენიამ ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

ორწლიანი პაუზის შემდეგ ლევან ყენია მოედანს ერთი თვის წინ დაუბრუნდა და დღეს გოლი პირველად გაიტანა. ეს თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქობულეთის „შუქურას“ ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა, რომელიც საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილებმა ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი „შუქურა” 5:3 დაამარცხეს. პირველ ნახევარში 6 გოლი გავიდა და ტაიმი 3:3 დასრულდა. საბოლოოდ, თბილისელებმა თამაში შემოატრიალეს და 5:3 მოიგეს. ყენიამ 37-ე წუთზე გაიტანა.

ეს 28 წლის შემტევმა ორი წლისა და 2 თვის შემდეგ მოახერხა. ბოლოს ყენიამ თავი საქართველოს ნაკრებში გამოიჩინა – 2016 წლის 27 მაისს, როდესაც ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა სლოვაკეთთან ამხანაგური თამაში 1:3 წააგეს.