ყაზახური ტელეგრამ-არხი - „კაისარს“ ლობჯანიძის შენარჩუნება სურს, მოლაპარაკებებმა წინ წაიწია
„კაისარს“ სურს, გუჯა ლობჯანიძე 2021 წელსაც შეინარჩუნოს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე ინფორმაციას ყაზახური სპორტული ტელეგრამ-არხი ავრცელებს.
„მოლაპარაკებებმა წინ წაიწია. ბომბარდირი დაიღალა სხვა ყაზახური კლუბის წინადადებების დაკონკრეტების მოლოდინით და გადაწყვიტა, კიზილორდას გუნდში ცოტა ხნით კიდევ დარჩეს. შეთანხმებას ფინანსურ პირობებზე მოლაპარაკებაღა აკლია“, – იუწყება ტელეგრამ-არხი.
გუჯა ლობჯანიძე წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და საუკეთესო ბომბარდირებში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შეტევაში მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობით ყაზახეთის პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავიდა – მან ეს 146-ჯერ შეძლო.
სეზონის დასრულებისთანავე მას გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა. 28 წლის ფეხბურთელმა პირველ არხთან განაცხადა, რომ მისით ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერები, ალმატის „კაირატი“ და „ასტანა“ დაინტერესდნენ.