ყაზახური კლუბის ქართველი ლეგიონერი - „ტორპედო“ - „აქტობეს“ წყვილში შანსები თანაბარია #1TVSPORT
ყაზახური კლუბის ქართველი ლეგიონერი - „ტორპედო“ - „აქტობეს“ წყვილში შანსები თანაბარია #1TVSPORT

ასტანის „ჟენესის“ ქართველმა ლეგიონერმა, ლაშა კასრაძემ Meta-ratings.kz-თან ინტერვიუში საკუთარი აზრი დააფიქსირა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „აქტობესა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე.

„ძალიან საინტერესო თამაში იქნება. ქუთაისის „ტორპედო“ ბოლო დროს გაძლიერდა, გუნდში ახალი, კარგი ფეხბურთელები მივიდნენ. რაც შეეხება შანსებს, ჩემი აზრით, „ტორპედომ“ შინ უნდა მოიგოს, ყაზახეთში კი ძალიან რთული თამაში ელოდება, რადგან „აქტობე“ საკუთარ მოედანზე ყოველთვის კარგად თამაშობს. ამ წყვილში აშკარა ფავორიტის დასახელება ძნელია, ვფიქრობ, შანსები თანაბარია“, – განაცხადა ლაშა კასრაძემ.

ლაშა კასრაძე 2020 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. 33 წლის მცველი ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ ირიცხებოდა, საიდანაც ასტანის „ჟენესში“ ერთი თვის წინ მიიწვიეს და ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ „აქტობეს“ 27 ივლისს, ქუთაისში „შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს ყაზახეთში გაიმართება.