ყაზახეთთან კიტეიშვილის თამაში საეჭვოა, ნავალოვსკის - გამოირიცხა
ყაზახეთთან კიტეიშვილის თამაში საეჭვოა, ნავალოვსკის - გამოირიცხა

ანდორადან დაბრუნებულმა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.

„ჯვაროსნების“ საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. გუნდი ყაზახეთთან მატჩისთვის მზადებას 22 ფეხბურთელით განაგრძობს. ბაჩანა არაბულმა და გიორგი ჩაკვეტაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა, შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა გამოტოვეს. უკვე ცნობილია,რომ ანდორასთან მიღებული ტრავმის გამო გიორგი ნავალოვსკი ყაზახეთთან ვერ ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთთან მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს ხვალ, 18 ნოემბერს, კვლავ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართავს. 16:00 საათზე, „დინამო არენაზე“ პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გამართავს, ხოლო 16:30-ზე – ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი. 17:00-ზე „დინამო არენაზე“ ყაზახეთის ნაკრები ივარჯიშებს, ხოლო „ჯვაროსნები“ 19:00-ზე „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩისთვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (უგუნდო), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)