ყაზახეთში სეზონი შეაჯამეს - ლობჯანიძე და ბათუმის „დინამოს“ ახალწვეული იმედგაცრუებად დაასახელეს #1TVSPORT
ყაზახეთში სეზონი შეაჯამეს - ლობჯანიძე და ბათუმის „დინამოს“ ახალწვეული იმედგაცრუებად დაასახელეს #1TVSPORT

ყაზახურმა გამოცემა „ვესტიმ“ დასრულებული სეზონის ექვსი იმედგაცრუება დაასახელა. მათ შორის ქართველი თავდამსხმელი, გუჯა ლობჯანიძეც მოხვდა.

„წინა სეზონში, ქართველმა ფორვარდმა „კაისარში“ 13 მატჩში რვა გოლი გაიტანა. ამდენის გატანა ზედიზედ მეორედ შეძლო, თუმცა 2019 წელს ამისთვის თითქმის ორჯერ მეტი თამაში დასჭირდა. მიმდინარე სეზონში კი ლიგის 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა და საგოლე პასი 2-ჯერ გააკეთა“, – წერს „ვესტი“.

იმედგაცრუების სიაში არიან სერიკჟან მუჟიკოვი (ტობოლი), ნიკიტა ბოჩაროვი (ტურანი), ივან ანტიპოვი (აკჟაიკი), დიდარ ჟალმუკანი (აკტობე), ასევე სტეფან დენკოვიჩი, რომელიც „კაისარში“ თამაშობდა, ახლა კი ბათუმის „დინამომ“ დაიმატა.

„30 წლის თავდამსხმელმა ჩამოსვლამდე სერბეთის ჩემპიონატში სუბოტიცას „სპარტაკის“ ფორმით 8 გოლი გაიტანა. როდესაც „კაისარში“ ჩამოვიდა, გულშემატკივრები ელოდნენ, რომ სერბი კიდევ უფრო მეტს გაიტანდა. მაგრამ ნაკლებად პრესტიჟულ ყაზახეთის პრემიერლიგის 19 მატჩში სტეფანმა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – ვკითხულობთ ყაზახურ გამოცემაში.