ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი არა რომელიმე გამოცემამ, არამედ, საერთაშორისო სტატისტიკური კომპანიამ სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით აღიარა.
ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, მასზე ყაზახური მედია არაფერს იუწყებოდა და დღეს ეს ფაქტი მხოლოდ ვებ-გვერდმა footballhd.ru-მ აღნიშნა.
„ყაზახეთის პრემიერლიგის გასული სეზონის შედეგების მიხედვით, ჯაბა კანკავამ კომპანია “Instat”-ის მონაცემებით პირველი ადგილი დაიკავა – საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის „ტობოლის“ 32 წლის ნახევარმცველს საყრდენ ნახევარმცველებს შორის საუკეთესო რეიტინგი აღმოაჩნდა. კანკავამ 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს რუსული ინტერნეტ-გამოცემა.
კომპანია „Instat“-ის მონაცემები სტატისტიკური მაჩვენებლების ჯამია, რომლითაც ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტს ადგენენ.