ყაზახეთის თასზე გადრანმა გოლი ზარიას გადაცემით გაიტანა - „ქაირათი“ მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზახეთის თასის 1/8-ფინალში ალმათის „ქაირათმა“ შინ „თურანი“ 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ლეგიონერებმაც შეიტანეს.
ლუკა გადრანი „ქაირათის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ზარია 88-ე წუთზე შეცვალეს.
ანგარიში ელდერ სანტანამ გახსნა. მე-40 წუთზე გიორგი ზარიამ საგოლე გადაცემა შეასრულა, გოლი კი გადრანმა გაიტანა და მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში ერკებულან სეიდახმეტმა თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ დააფიქსირა – 3:0.
„ქაირათი“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასევე „ატირაუ”, „ტობოლი“ და „ასტანა“ ითამაშებენ.