ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - დაველოდებით, იქნებ, კონკურენტებს ფეხი დაუცდეთ
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - დაველოდებით, იქნებ, კონკურენტებს ფეხი დაუცდეთ

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტანისმირ სტოილოვმა ინტერნეტ-პორტალ „სპორტსთან“ ერთა ლიგაზე ლატვიასთან და ანდორასთან მოახლოებულ შეხვედრებზე და ნაკრების შანსებზე ილაპარაკა.

„გუნდის მხოლოდ ერთი ცვლილებაა. უკანასკნელ თამაშში დაშავებულ ტუნგიშბაევის ნაცვლად, „ყაირატიდან“ სოკოლენკო მოვიწვიეთ. ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და მოვაგვაროთ პრობლემები. წინა ორ მატჩში წარუმატებლად გამოვედით, მაგრამ ცუდი თამაში არ გვიჩვენებია. პრობლემები იყო დაცვასა და თავდასხმაში. იმიტომ, რომ სექტემბერი ჩვენი შემტევი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდი იყო – ისინი კლუბებში, ფაქტობრივად, არ თამაშობდნენ. გვსურს, რომ ყაზახეთის ეროვნული ნაკრები თამაშიდან თამაშამდე გავზარდოთ. რაც შეეხება შედეგს – ჩვენ შეგვეძლო მეორე ნომრად თამაში და უფრო მომგებიანი შედეგის მიღება. მაგრამ ეს გამოსავალი არ იქნებოდა. დროა, გუნდის სტილი შეიცვალოს. ახლა უნდა გამოსწორდეს შედეგი და იმედია, მომდევნო ორ მატჩში პრობლემების მოგვარებას შევძლებთ,“ – ამბობს სტოილოვი.

ბულგარელმა სპეციალისტმა ერთა ლიგის ჯგუფიდან ყაზახეთის გასვლის შანსები შეაფასა – „ჯერ დაკარგული არაფერია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიყოთ რეალისტები – ანდორასთან ქულები არ უნდა დაგვეკარგა. ეს ფაქტია. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ანდორა და ლატვია და დაველოდოთ კონკურენტების შეცდომებს. თუ კონკურენტებს ფეხი დაუცდებათ, მაშინ ეს ჩვენი შანსი იქნება“.