ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელი - საქართველოსთან სასურველი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელი - საქართველოსთან სასურველი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

ყაზახეთის ნაკრებისა და ალმატის „ყაირატის” ერთ-ერთი ლიდერი ბაიურჟინ ისლამხანი იმედოვნებს, რომ „ერთა თასის“ პირველ შეხვედრაში საქართველოს საკუთარ თამაშს უკარნახებენ.

„საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდს სახლში ვიღებთ, მატჩი ადვილი არ იქნება. მაგრამ მე ასევე ვარ დარწმუნებული ჩვენს ძალებში, სასურველი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და მჯერა, შეტევას და თამაშის საჩვენო კალაპოტში წარმართვას მოვახერხებთ” – ამბობს ყაზახურ გამოცემა „სპორტთან” საქართველოს ნაკრების მეტოქის ერთ-ერთი ლიდერი.

შეგხსენებთ, რომ ყაზახეთის ნაკრები 6 სექტემბერს „ასტანა-არენაზე“ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ანდორას ესტუმრება.