ყაზახეთის ლიგის თასზე გიორგი ფანცულაიამ „ქაირათს“ გაუტანა #1TVSPORT
ყაზახეთის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ჟენისი“ „ქაირათს“ დაუპირისპირდა და გიორგი ფანცულაიას დახმარებით 2:0 დაამარცხა.
„ჟენისის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურაბ თევზაძე და გიორგი ფანცულაია, „ქაირათში“ გიორგი ზარია 30-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო ლუკა გადრანს არ უთამაშია.
ასტანელებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს – ანგარიში მარინ ბელანჩიჩმა გახსნა, გიორგი ფანცულაიამ კი 22-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ყაზახეთის ლიგის თასის ნახევარფინალის საპასუხო თამაში 30 ოქტომბერს ალმათიში გაიმართება.