ყაზახეთის შედარებით ახალი დედაქალაქის, შედარებით ახალ სტადიონზე ერთა ლიგის პირველი მატჩი გაიმართება.
ისტორიული მოვლენა – უეფას ახალი სანაკრებო ტურნირის პირველი მატჩი „ასტანა არენაზე“ შედგება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრები მიიღებს. „ასტანა არენა“ 2009 წლის 3 ივლისს გაიხსნა.
გახსნის მატჩში ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები შეხვდნენ. მატჩი იტალიელმა პიერ ლუიჯი კოლინამ იმსაჯა. ბურთს პირველი ქვეყნის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი შეეხო. საინტერესოა რომ მატჩში მონაწილეობა კახი კალაძემაც მიიღო. კალაძე და ანდრეი შევჩენკო ახალგაზრდულ ნაკრებს ეხმარებოდნენ. ლოკომოტივს კი თურქები ჰასან შაში და ჰაქან შუქური ჰყავდა დამატებული.
მოწვეულმა ვარსკვლავებმა მოედანზე პირველი წუთები დაჰყვეს. ლოკომოტივმა 5:2 მოიგო. სტადიონის ტრიბუნები 30 ათას მაყურებელს იტევს. მოედანი ხელოვნურსაფარიანია. საშინაო შეხვედრებს აქ ყაზახეთის ნაკრები და ს.კ. „ასტანა“ ატარებენ.