ყაზახეთი-საფრანგეთის მატჩისას, მარსიალმა მბაპეს ხელი არ ჩამოართვა [ვიდეო] #1TVSPORT
ანტონი მარსიალმა უარი თქვა კილიან მბაპესთვის ხელის ჩამორთმევაზე, როცა ეს უკანასკნელი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩში ყაზახეთის წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა მოედანზე. მარსიალს ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
მარსიალმა შეცვლისას ყურადღება არ მიაქცია მბაპეს გაწვდილ ხელს და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი გაოგნებული დარჩა პარტნიორის ამგვარი საქციელით. 14 წუთის შემდეგ, მბაპემ პენალტის გატანა ვერ შეძლო.
საფრანგეთმა ყაზახეთი 2:0 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში 31 მარტს, ფრანგები სტუმრად ბოსნიას შეხვდებიან.