ასტანაში, ერთა თასის პირველი შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩში ანგარიში საყაიმოა – 0-0.
25-ე წუთზე ჩაკვეტაძის გადაცემით ნავალოვსკის ანგარიშს გახსნა შეეძლო, მაგრამ მასპინძელთა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და თავისიანები 100-პროცენტიანი გოლისგან იხსნა.
31-ე წუთზე უკვე საქართველო გადარჩა: ლორიას შეცდომის შემდეგ ყაზახებს გატანა შეეძლოთ, მაგრამ ბურთი კარის ხაზიდან ნავალოვსკიმ გამოიტანა.
მატჩის რეპორტაჟის ნახვა შეგიძლიათ პირველი არხის ეთერში ან შემდეგ ბმულზე