დღეს ერთა თასის გათამაშებაზე პირველი, ისტორიული შეხვედრა გაიმართება. მისი მონაწილე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებია, რომელიც ასტანაში ყაზახეთს დაუპირისპირდება.
ასტანაში იმყოფებიან უეფას გენერალური დირექტორი, თეოდორის თეოდორიდისი და ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზორან ლაკოვიჩი.
მათ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ აზამატ აიტხოჟინთან ერთად ასტანაში მშენებარე საფეხბურთო ობიექტები მოინახულეს – ფეხბურთის სახლი, ფეხბურთის ფედერაციისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისები და სტანდარტული გადახურული საფეხბურთო სტადიონი.
უეფას ხელძღვანელები ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების ისტორულ შეხვედარს დაესწრებიან. “ასტანა არენაზე” ერთა ლიგის D დივიზიონის შეხვედრა 18:00 საათზე საქართველოს დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.