ყაზახებმა ანდორა დაამარცხეს - პირველი გამარჯვება ბოლო 3 წელიწადში (ვიდეო)

ერთა ლიგაზე, D1 ჯგუფში საქართველოს მეტოქეებმა ითამაშეს. ასტანაში ყაზახეთმა ანდორა მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა = 4:0. ანგარიში 21-ე წუთზე საიდახმეტმა გახსნა, 39-ე წუთზე ტურისბეკმა მერედ გაიტანა.

61-ე წუთზე ანდორელმა გომესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 3:0. სამ წუთში ანდორელებს ორი ყვითელი ბარათის გამო ალაესი გაუძევეს და სტუმრები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს და მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს – 74-ე წუთზე მურთაზაევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

საინტერესოა, რომ ყაზახებმა ბოლო სამ წელიწადში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს. 4 მატჩის შემდეგ მათ 5 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილზე დაწინაურდნენ და ლიდერ საქართველოსთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. თუმცა, დღეს საქართველო რიგაში ლატვიას თუ მოუგებს, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.