ვაკო ყაზაიშვილის ახალმა გუნდმა, „შენდომ ტაიშანმა“ ჩინეთის ჩემპიონატის სეზონის პირველ შეხვედრაში „ჩანგჩუნ იატაი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ლეგიონერმა გოლის გატანა მოახერხა.
სუპერლიგის პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. ვაკო ყაზაიშვილი „შანდონ ტაიშანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა.
„შენდომ ტაიშანმა“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე 3:0 დაწინაურდა. ანგარიში მე-3 წუთზე კრისანმა გახსნა, 41-ე წუთზე მატეუს პატომ მასპინძლების უპირატესობა გაზარდა, ხოლო 45+7-ე წუთზე ჯადსონმა „შენდომ ტაიშანის“ უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა.
ყაზაიშვილმა თავის გამოჩენა მეორე ნახევარში შეძლო. მან „ჩანგჩუნ იატაის“ კარი 61-ე წუთზე აიღო. მეტოქემ ორი გოლი ამის შემდეგ გაიტანა, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ მოახერხა.