ყაზაიშვილმა 27-ე წუთიდან ითამაშა - ქართველს ლიდერთან მატჩისთვის ამზადებენ #1TVSPORT
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-16 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ უშუალო კონკურენტ „სუვოვ ბლუინგზს“ შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა.
საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო „ულსანის“ მთავარმა მწვრთნელმა, პარკ კუნ-ჰამ – მან ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 27-ე წუთზე შეუშვა. საქართველოს ნაკრების შემტევს ბოლო წუთზე კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
ყაზაიშვილი მწვრთნელმა სრულად იმის გამო არ ათამაშა, რომ 19 მაისს „ულსანი“ პრინციპულ მეტოქეს და მიმდინარე გათამაშების ლიდერ „ჯეონბუკ მოტორსს“ შეხვდება, მოგების შემთხვევაში კი გადაასწრებს და გალიდერდება.
16 ტურის შემდეგ „ულსანმა“ 27 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერ „ჯეონბუკ მოტორსს“ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო „სუვოვ ბლუინგზს“ ქულით ასწრებს.