ყაზაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - ქართველი ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და „შანდონ ტაიშანს“ აუტსაიდერ „მეიზუ ჰაკასთან“ მოგებაში დაეხმარა – 2:1.
30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა. საბოლოოდ, ყველაზე მაღალი შეფასება, 8.7 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
31 წლის ყაზაიშვილმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, 61-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემის შემდეგ ზეკამ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„შანდონ ტაიშანმა“ სეზონი 48 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, ვაკო ყაზაიშვილმა კი შვიდი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.