ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსე“ დატოვა – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების შემტევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მეტყველებს, სადაც 27 წლის ქართველი ფეხბურთელი თავის კლუბს დაემშვიდობა.
„მადლობა ყველაფრისთვის, „სან ხოსე“ მომენატრები. წარმატებებს გისურვებთ შემდეგ სეზონში“, – წერს ვაკო ყაზაიშვილი.
იგი საფეხბურთო კლუბ „სან-ხოსე ერსქვეიკსის“ ფეხბურთელი 2017 წელს გახდა. ამერიკული გუნდში ჰოლანდიური არნემის „ვიტესიდან“ გადავიდა და კლუბის ფორმით ჩატარებულ 93 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. ყაზაიშვილის ახალი გუნდი ჯერ უცნობია.