ყაზაიშვილი ამერიკაში საუკეთესოა - ქართველი ტოპებში იბრაჰიმოვიჩზე წინაა
ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში პოზიციას ინარჩუნებს – საქართველოს ნაკრების წევრი ამერიკული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა წლიურ რეიტინგში მერვე ადგილზეა და ზლატან ინბრაჰიმოვიჩსაც (17) უსწრებს.
ყაზაიშვილი პირველად გამორჩეულთა შორის ივნისის შედეგებით მოხვდა, სადაც მას მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს. ყაზაიშვილმა ივლისიც შესანიშნავად ჩაატარა, 5 მატჩში ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და გუნდს დასავლეთ კონფერენციაში დაწინაურებაში დაეხმარა.
ამავე დროს, ვაკო ივლისის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ 26 წლის ფეხბურთელმა საგანგებო პრიზი კომპანია „აუდისგან“ მიიღო.