ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე 2.5 მილიონი ბილეთია გაყიდული #1TVSPORT
ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე 2.5 მილიონი ბილეთია გაყიდული #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები 2.45 მილიონი ბილეთი გაყიდა, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.

ყველაზე მეტი ბილეთი შეიძინეს გულშემატკივრებმა ყატარიდან, აშშ-დან, ინგლისიდან, საუდის არაბეთიდან, მექსიკიდან, საამიროებიდან, საფრანგეთიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან და გერმანიიდან.

გაყიდვების ამ ეტაპზე (5 ივლისი – 16 აგვისტო) რეალიზებულია 520 532 ბილეთი. ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩებზე: კამერუნი-ბრაზილია, ბრაზილია-სერბეთი, პორტუგალია-ურუგვაი, კოსტა რიკა-გერმანია და ავსტრალია-დანია

ბილეთების გაყიდვის შემდეგი ეტაპის თარიღი სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნიემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.