ყატარი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ნაწილობრივ ჩაკეტავს საზღვრებს #1TVSPORT
ყატარი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ნაწილობრივ ჩაკეტავს საზღვრებს #1TVSPORT

ყატარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ ჩვეულებრივ ტურისტებს.

აკრძალვა არ შეეხებათ ყატარის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, ბილეთების მქონე გულშემატკივრებსა და აკრედიტებულ ჟურნალისტებს. შეზღუდვა იმოქმედებს 2022 წლის 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე.

ყატარში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.