ყატარი 2022-მა ბევრი კარგი მოთამაშე დაკარგა - კვარაცხელია ჰალანდთან ერთად მუნდიალის მიღმა დარჩენილთა ტოპ-10-შია [ვიდეო] #TVSPORT
ყატარი 2022-მა ბევრი კარგი მოთამაშე დაკარგა - კვარაცხელია ჰალანდთან ერთად მუნდიალის მიღმა დარჩენილთა ტოპ-10-შია [ვიდეო] #TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იმ ტოპ-მოთამაშეთა ათეულში მოხვდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. საუკეთესოები „ევროსპორტმა“ გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებების მიხედვით შეადგინა.

„2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ ყატარში გასამართმა მუნდიალმა ბევრი კარგი მოთამაშე დაკარგა. ყველაზე ძვირადღირებულ ათეულს სათავეში უდგას ერლინგ ჰალანდი. „დორტმუნდის“ თავდამსხმელის გუნდმა ნორვეგიამ შესარჩევ ციკლში თავი შეირცხვინა და ჯგუფში ჩარჩა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო ჰალანდის ტრანსფერს 150 მილიონ ევროდ აფასებს.

ვინ არის „ბორუსიას“ ფორვარდივით უიღბლო?

წარმოგიდგენთ Transfermarkt-ის მიხედვით 10 ყველაზე ძვირფას მოთამაშეს, რომლებიც არ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე“ – წერია „ევროსპორტის“ გვერდზე გამქვეყნებულ სტატიაში.

ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, „ბორუსია”) – 150 მილიონი ევრო

იან ობლაკი (სლოვენია, „ატლეტიკო“) – 70 მილიონი ევრო

მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, „ინტერი”) – 60 მლნ

მარტინ ედეგორი (ნორვეგია, „არსენალი“) – 40 მლნ

დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, „ლაიფციგი“) – 25 მლნ

სტეფან სავიჩი (მონტენეგრო, „ატლეტიკო“) – 25 მლნ

ბერატ ჯიმშიტი (ალბანეთი, „ატალანტა“) – 22 მლნ

მარაშ კუმბულა (ალბანეთი, „რომა”) – 22 მლნ

მანორ სოლომონი (ისრაელი, „შახტარი”) – 20 მლნ

მირალემ პიანიჩი (ბოსნია, „ბეშიქთაში“) – 18 მლნ

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „რუბინი”) – 18 მლნ

„კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში არც ისე ბრწყინავს, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდაა. ხვიჩამ ბოლოს შვედეთთან გაიელვა: საქართველომ მოულოდნელად დაამარცხა შვედები, კვარაცხელიამ კი დუბლი შეასრულა“, – ასე აფასებს „ევროსპორტის“ რუსული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ავტორი 20 წლის ქართველ თავდამსხმელს.