ყატარი 2022 | ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრებში მოხვედრაზე - ეს ოცნებაზე მეტია #1TVSPORT
„ბარსელონას“ 20 წლის ფორვარდმა, ანსუ ფატიმ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრებში მიწვევაზე.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთს წარმოვადგენდე. ეს მეტია, ვიდრე ოცნება! წინ!“, – განაცხადა ანსუ ფატიმ.
ესპანეთის ეროვნული გუნდი Е ჯგუფშია, სადაც გერმანიის, იაპონიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.