Yahoo Sports-ის მიმომხილველის, შამს შარანიას ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ცენტრი ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პოსტონზში“ გააგრძელებს კარიერას.
34 წლის კალათბურთელი ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამის სანაცვლოდ, 2.4 მილიონ დოლარს მიიღებს.
ფაჩულიამ ბოლო ორი სეზონი „გოლდენ სტეიტში“ გაატარა, რეგულარულის 139 თამაშიდან 127-ჯერ სასტარტო ხუთეულში იყო და საშუალოდ მატჩში 5.7 ქულა და 5.3 მოხსნა დააგროვა. ზაზა, „უორიორზთან“ ერთად, ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.
ზაზა ფაჩულია „დეტროიტში“ ანდრე დრამონდის დუბლიორი იქნება. ამ კლუბში ასევე მძიმე ფორვარდი ბლეიკ გრიფინი თამაშობს.