Yahoo - იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერს" მარტში დატოვებს
Yahoo - იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერს" მარტში დატოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, უკვე მარტში დატოვოს ინგლისური კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.

როგორც Yahoo.com ირწმუნება, ვეტერანმა თავდამსხმელმა წინადადებები მიიღო ჩინეთიდან და MLS-დან, რომლებშიც ჩემპიონატები სწორედ მარტში იწყება.

ამასთან, “მანჩესტერს” არ სურს ფეხბურთელის ვადაზე ადრე გაშვება, თუმცა კლუბში ისიც ესმით, რომ 36 წლის ფეხბურთელი აღარ მოისურვებს ზაფხულში ახალი კონტრაქტის გაფორმებას და ამ შემთხვევაში, “იუნაიტედი” უფასოდ დაკარგავს ზლატანს.

იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონში დეკემბრიდან ჩაერთო და შვიდ ოფიციალურ მატჩში მოასწრო თამაში, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა.