წყარო – ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ გადასვლა აირჩია #1TVSPORT

08:15, 07.06.2023

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფორვარდი ლიონელ მესი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ კლუბ „ინტერ მაიამიში“ გადავა. ამის შესახებ დაწერა TNT Sports-ის ჟურნალისტმა ერნან კასტილიომ.

„მესიმ აირჩია „ინტერ მაიამი“. სხვა გუნდში ის არ იქნება. ეს არის მისი დანიშნულების პუნქტი“, – ასეთი იყო სოციალურ ქსელში კასტილიოს პოსტი.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა იმის შესახებ, რომ ამერიკულმა კლუბმა ოფიციალური წინადადებით მიმართა არგენტინელ ფეხბურთელს.

მსგავსი