წყალტუბოს „სამგურალს“ 61 წლის იტალიელი სპეციალისტი გაწვრთნის #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალს“ 61 წლის იტალიელი სპეციალისტი, რუდოლფო ვანოლი გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუდოლფო ვანოლისთან ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. იტალიელი სპეციალისტის ასიტენტად ალბანელი დარიო ნუჰუ იმუშავებს. გუნდის ახალი მწვრთნელი საქართველოში 11 ოქტომბერს ჩამოფრინდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
რუდოლფო ვანოლის ფეხბურთელობის დროს უთამაშია „უდინეზესა“ და „ლეჩეში“, მას სერია A-ში 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს შვეიცარიულ „მენდრისიოში“ დაიწყო, შემდეგ კი „ლუგანოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.
2006 წელს ვანოლი იტალიაში დაბრუნდა და „უდინეზეს“ 19-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა. 2010 წელს „უდინეზეს“ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა.
იტალიელი სპეციალისტის მომდევნო კლუბი „პორდენონე“ იყო, სადაც ერთი სეზონი გაატარა და სამუშაოდ ბულგარეთში გადავიდა, სადაც სოფიის ცსკა-ს დირექტორად დაინიშნა. 2012-2016 წლებში სლოვენიური „კოპერის” მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ევროთასებზე სტაბილურად თამაშობდა.
2016 წელს ვანოლი სლოვენიურ „ოლიმპიაში“ გადავიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. 2021 წლის თებერვალში ვანოლი „კოპერში“ დაბრუნდა. მომდევნო წელს იტალიელმა სპეციალისტმა ალნბანეთში, ტირანას „დინამოში“ იმუშავა. ბოლოს კი იტალიური „სალერნიტანას“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო.