წყალტუბოს „სამგურალმა“ ყაზახური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ყაზახური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი ასტანის „ჟენისთან“ გამართა და 1:0 გაიმარჯვა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში დაწინაურებულ „ჟენისს“ ქართველი სპეციალისტი, ლევან კორღალიძე ავარჯიშებს, რომელმაც გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი აიყვანა – გორის „დილას“ მცველი ზურაბ თევზაძე და ბათუმის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი.

„სამგურალის“ წინააღმდეგ ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ანგარიში პირველ ნახევარში ჟეან როდრიგეშმა გახსნა, რომელმაც მეკარის შეცდომით ისარგებლა.

„სამგურალი“ – „ჟენისი“ 1:0

„სამგურალი“ (პირველი ტაიმი): ყალიჩავა, მარკოვინა, ჯანჯღავა, ჩიხლაძე, ხორხელი, როდრიგეში, ბული, კიკაბიძე, ქარიმოვი, ახვლედიანი, გნამია

სათადარიგოები: კუტალაძე, კალანდარიშვილი, პატარკაციშვილი, გეგუჩაძე, თევზაძე, არტური, მორა, დარცმელია, თოფურია, შეროზია