წყალტუბოს „სამგურალმა“ ესპანეთიდან ქართველი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ესპანეთიდან ქართველი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩში წყალტუბოს „სამგურალი“ „გაგრას“ შეხვდა (1:1). ამ მატჩში წყალტუბოელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა 21 წლის თავდამსხმელ ლადო ჩიხრაძეს, რომელიც მანამდე ესპანეთის რანგით მესამე ლიგის გუნდ „ექსტრემადურაში“ თამაშობდა.

ლადო ჩიხრაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, ის 2018 წელს ესპანეთში წავიდა. თავიდან მადრიდის „ატლეტიკოს“ ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა, საიდანაც ჯერ „უელვას“ 19-წლამდელთა გუნდში, 2020 წელს კი “ატლეტიკოს” შვილობილ კლუბ „ატლეტიკო ონუბენსეში“ გადავდა. ბოლოს ჩიხრაძემ „ექსტრემადურასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერა ესპანეთში ინციდენტის გამო ვერ აეწყო. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში, ჩიხრაძემ არბიტრის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა, რაც ფეხბურთელს მუქარად ჩაუთვალეს და 13-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.