წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ სტადიონზე დაბრუნდა და პირველ მატჩს 20 აპრილს, „დინამო თბილისთან“ გამართავს #1TVSPORT
წყალტუბოს ,,სამგურალი“ საკუთარ არენას, „26 მაისის“ სახელობის სტადიონს უბრუნდება, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„წყალტუბოს „სამგურალი“ „26 მაისის“ სახელობის სტადიონზე ბრუნდება. ჩვენი გუნდი 20 აპრილს ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში თბილისის ,,დინამოს“ დაუპირისპირდება. გთხოვთ, მობრძანდეთ სტადიონზე და მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქალაქის გუნდს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – წერია განცხადებაში.
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრები 19 აპრილს „კავკასიონი არენაზე“ დაიწყება, სადაც „თელავი “ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლებს.