წყალტუბოს „სამგურალი“ ანტალიაში მოემზადება - გუნდს თურქეთში სამი ახალი მოთამაშე შეუერთდება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ შეკრებაზე 21 ფეხბურთელი წაიყვანა. გუნდთან ვარჯიშობენ ვალტერ მორა და ჟეან როდრიგესი, ხოლო სამი ახალი მოთამაშე გუნდს ანტალიაში შეუერთდება.
„სამგურალი“ შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. პირველ საკონტროლო მატჩს მიხეილ აშვეთიას გუნდი 11 თებერვალს ყაზახური კლუბის, „ტობოლის“ წინააღმდეგ გამართავს.
მეკარეები: ნოდარ ყალიჩავა, ლუკა კუტალაძე;
მცველები: თედო კიკაბიძე, ომარ პატარკაციშვილი, ბარტულ მარკოვინა, მეჰრუბონ ქარიმოვი, ნიკა კალანდარიშვილი, ფერნანდო ბული, ალექსსანდრე ვერულიძე;
ნახევარმცველები: ლუკა ხორხელი, ჯუდ არტური, ბექა დარცმელია, დემურ ჩიხრაძე, ანზორ თევზაძე, ირაკლი ჯანჯღავა, ვალტურ მორა, ჟეან როდრიგესი, ილია ახვლედიანი;
თავდამსხმელები: გნამიენ იკპე, გიორგი თოფურია, ლუკა შეროზია.