წყალტუბოს „სამგურალი“ ახალი სეზონისთვის ანტალიაში მოემზადება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ახალი სეზონისთვის ანტალიაში მოემზადება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

სეზონის დასრულების შემდეგ „სამგურალის“ ახალ მთავარ მწვრთნელად მიხეილ აშვეთია დაინიშნა – საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ხელმძღვანელობით გუნდის შეკრებები დაიგეგმა.

წყალტუბოელები 7 თებერვლამდე საქართველოში ივარჯიშებენ და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, 8 თებერვალს კი შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრებიან. გუნდი სამშობლოში 21 თებერვალს დაბრუნდება.

თურქულ შეკრებაზე ოთხი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება. კლუბი ახალწვეულებსა და შეკრებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.