წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი „დინამომ“ მოიგო - საუკეთესო წყალბურთელი რევაზ იმნაიშვილია #1TVSPORT
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი „დინამომ“ მოიგო - საუკეთესო წყალბურთელი რევაზ იმნაიშვილია #1TVSPORT

წყალბურთში საქართველოს 2021/2022 წლების სეზონის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ გახდა. ფინალურ შეხვედრაში დეიან სტანოიევიჩის გუნდმა „თბილისის“ 18:15 სძლია და საუკეთესოს ტიტულის მფლობელი მეოთხედ გახდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 4 გოლი იოვან სარიჩმა გაიტანა. მესამე ადგილისთვის მატჩი „სპორტმენეჯმენტმა“ „არენას“ 15:12 მოუგო და ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო წყალბურთელად რევაზ იმნაიშვილი დაასახელეს, ბომბარდირის პრიზი ანდრია ბითაძემ მიიღო, საუკეთესო მეკარედ კი ირაკლი რაზმაძე აღიარეს.

„დინამო“ 11 მაისს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს თბილისში ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ანამარია ჩოხელის ფოტოები