სამხრეთ კორეაში საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. წყალბურთში ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. ქალთა ტურნირის ერთ-ერთ შეხვედრაში უნგრეთის ნაკრებმა მასპინძელთა გუნდი 64:0 დაამარცხა.
როგორც გაირკვა, სამხრეთ კორეის გუნდი ყოფილი მოცურავეებისგან დააკომპლექტეს ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე. პირველი ვარჯიში გუნდმა 2 ივნისს ჩაატარა.
„მადლობა მეტოქეს, რომ უმაღლესი დონის თამაში აჩვენა და მაქსიმალურად დაიხარჯა. ჩემი გუნდით კი მაინც ამაყი ვარ. მატჩის განმავლობაში საჭიროა 1600 მეტრის გაცურვა, მათ კი ასეთი ფუნქციონალური მომზადება არ ჰქონიათ. გამოცდილებაზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ ისინი არ ნებდებოდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ ჩემპიონატზე ერთი გოლი გაიტანონ. მათ ეს ძალიან უნდათ“, – განაცხადა კორეელთა მწვრთნელმა მაკ-კენ ჟინმა.
კორეამ დარჩენილი ორი მატჩი ჯგუფში რუსეთისა და კანადის ნაკრებებთან აქვს.