წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება - პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხსა და პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება - პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხსა და პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

10-დან 25 იანვრის ჩათვლით ბელგრადი წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

შეჯიბრებაში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ქვეჯგუფში არიან განაწილებულნი.

A ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, მალტა, მონტენეგრო

B ჯგუფი: ხორვატია, საბერძნეთი, საქართველო,  სლოვენია

C ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ისრაელი

D ჯგუფი: იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, თურქეთი.

მეორე ჯგუფური ეტაპი:

E ჯგუფი (A და C ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო)

F ჯგუფი (B და D ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო)

ფორმატი

პირველ ეტაპზე ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს (A და C ჯგუფების გუნდები  E ჯგუფში გაერთიანდებიან, ხოლო B და D ჯგუფები – F ჯგუფში), სადაც პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ. მეოთხეადგილოსნები კი მე-13-მე-16 ადგილების დასაკავებლად წრიული სიტემით ითამაშებენ.

მეორე ჯგუფური ეტაპიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა, გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის მატჩს გამართავენ. დანარჩენი გუნდები შესაბამისი ადგილებისთვის ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, სხვებთან ერთად, ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილიც მოემსახურება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი

11 იანვარი, 23:30 | საბერძნეთი – საქართველო

13 იანვარი, 15:45 | საქართველო – ხორვატია

15 იანვარი, 21:00 | სლოვენია – საქართველო