წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - თბილისის „დინამო“ „რადნიჩკისთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი თბილისის „დინამომ“ სერბული გუნდის, „რადნიჩკის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბი სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციებზეა, სერბული გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მატჩის პირველი მეოთხედი თბილესელების კარგი თამაშით და უპირატესობით წარიმართა.
თუმცა, სერბებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მსაჯის სასტვენამდე გამარჯვებული გუნდის გამოცნობა შეუძლებელი იყო.
საბოლოოდ, მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს – 11:10 „რადნიჩკის“ სასარგებლოდ.
თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს „ჰანოვერთან“ გამართავს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
რადნიჩკი (სერბეთი) – დინამო (საქართველო) 11:10
2:3, 4:3, 3:1, 2:3
დინამო: ახვლედიანი (1), ძიხციარენკა, ტყეშელაშვილი (1 გოლი), ვლაჰოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (3), მესხი, პიესიჩავი (1), რაზმაძე.