წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი უნგრეთში „ფერენცვაროშთან“ ჩაატარა და 7:16 დამარცხდა.

დინამოელთაგან გოლები ბორის ვაპენსკიმ, სტეფან პიეშივაცმა, სანდრო ადეიშვილმა, ბესო ახვლედიანმა, არტიომ დიხტიარენკომ, ველკო ტანკოსიჩმა და გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას „დინამო“ 15 ოქტომბერს თბილისში, ხორვატიის „იადრანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში „რადნიჩკი“ პენალტების სერიაში 15:13 დაამარცხა.