წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამო თბილისმა“ მონტენეგროს „იადრანი“ 11:8 დაამარცხა (ვიდეო)

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება იზეიმა. თბილისელებმა მონტენეგროს „იარდანს“ დაძაბულ ბრძოლაში 11:8 მოუგეს.

ქართველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, ახვლედიანისა და ბითაძის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ჩვენმა გუნდმა მეორე პერიოდშიც ორი გოლი გაიტანა, თუმცა მონტენეგროელებიც არ ჩამორჩნენ და პირველი ტაიმი ფრედ, 4:4 დასრულდა. ჩვენი გუნდის მეოთხე გოლი ეფექტური და გარკვეულწილად კურიოზულიც გამოდგა, როდესაც „იადრანის“ წყალბურთელმა ბურთი მეკარეს დაუბრუნა, რომელთანაც სანდრო ადეიშვილი აღმოჩნდა – ორივე გუნდი საქართველოს კარისკენ რომ მიცურავდა, სანდრომ ბურთი დაიჭირა და მეკარესთან პირისპირ მყოფმა ეფექტურად გაიტანა.

მესამე პერიოდი ქართველთა ტრიუმფით აღინიშნა – ლეგიონერებმა, სარიჩმა, ვაპენსკიმ და ელაჩამ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მონტენეგროელებს და 7:4 ბოლო პერიოდის წინ.

მეოთხეში იარდანელებმა გაიბრძოლეს, სხვაობა მინიმუმამდეც შეამცირეს, მაგრამ „დინამომ“ ტემპი არ დააგდო და დამაჯერებელი თამაშით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბითაძემ და ელაჩამ მატჩი სამ-სამი გოლით დაასრულეს, თითო გაიტანეს ვაპენსკიმ, ახვლედიანმა, ადეიშვილმა, ვაშიჩმა და სარიჩმა.

მომდევნო ბაბლი, სადაც „დინამო“ კიდევ სამ მატჩს გამართავს მარტში იგეგმება.