წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | „დინამო თბილისი“ „ნოვი ბელგრადთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | „დინამო თბილისი“ „ნოვი ბელგრადთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტსა და მასპინძელს, „ნოვი ბელგრადს“ ესტუმრა.

მატჩი მასპინძლების დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა – 19:7 ბელგრადელების სასარგებლოდ.

თბილისელებმა წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე წინა შეხვედრა უნგრეთის „ფერენცვაროშთან“ ასევე სტუმრად გამართეს და ის შეხვედრაც „დინამოს“ მარცხით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“  2021 წლის 22 დეკემბერს „ნოვი ბელგრადს“ თბილისში უმასპინძლა და შეხვედრა სერბების გამარჯვებით, ანგარიშით 8:17 დამთავრდა.