წყალბურთი | ზურაბ რურუა - სტანოიევიჩი გამოცდილი მწვრთნელია და ნაკრებს გააძლიერებს
წყალბურთი | ზურაბ რურუა - სტანოიევიჩი გამოცდილი მწვრთნელია და ნაკრებს გააძლიერებს

თბილისის „დინამოს“ სერბი მწვრთნელი დეიან სტანოიევიჩი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ასისტენტის როლში ზურაბ რურუა დაეხმარება – თბილისის „დინამოს” და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. რომელმაც ტრავმის გამო კარიერა ახლახან დაასრულა და მწვრთნელობას შეუდგა.

„საქართველოს ნაკრებმა რეზო ჩომახიძესთან ერთად წლების განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა და წარმატებებსაც მივაღწიეთ. ამჟამად გუნდი ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მის ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდია. დეიანი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და ვიმედოვნებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი კიდევ უფრო მეტ პროგრესს განიცდის“, – ამბობს ზუკა რურუა.

მისი თქმით, ნაკრებს თებერვალში ნიდერლანდებში სალიცენზიო ტურნირზე ოლიმპიადაზე მოსახვედრად ურთულესი ბრძოლა ელის:

„სალიცენზიო ტურნირიდან ოლიმპიადაზე მოხვედრა ურთულესი მისიაა, რადგან 12 უძლიერესი ნაკრებიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 3 გადის. ახალგაზრდებთანაა ბევრი სამუშაო და მგონია, რომ დეიანი ამას თავს გაართმევს, რადგან ჩვენს ნაკრებში პოტენციალი ნამდვილად არის. 2022 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე უფრო მაღალი ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“.

რურუამ ამპლუის შეცვლის მიზეზზეც ილაპარაკა:

„კარიერა ტრავმის გამო დავასრულე. საერთოდ, გუნდში ბევრი ცვლილებაა. რამდენიმე მოთამაშემ ნაკრები დავტოვეთ – მე ტრავმის გამო ვეღარ ვთამაშობ და სამწვრთნელო შტაბში გადავინაცვლე, კარიერა მიშა ბაღათურიამ და დამირ ცრეპულიამაც დაასრულეს. მაგრამ ნაკრები ახალგაზრდებით ივსება და მიმაჩნია, რომ ძალიან პერსპექტიული ბიჭები გვყავს. ჩემი აზრით, საქართველოში წყალბურთს მომავალი აქვს, რადგან მოკლე პერიოდში სერიოზული პროგრესი ჰქონდა“.