წყალბურთი - თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მარცხით დაიწყო (ვიდეო)
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება საქართველოს ჩემპიონისთვის ცუდად დაიწყო: ესპანეთში, ადგილობრივ „ტერასასთან“, თბილისის „დინამო“ 9:5 დამარცხდა.
მატჩში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რაც ანგარიშშიც გარდასახეს.
მომდევნო მატჩს თბილისის „დინამო“ 19 ოქტომბერს ხორვატიაში, ზაგრების „მლადოსტთან“ გამართავს.