წყალბურთი | თბილისის „დინამომ“ ამხანაგურ შეხვედრაში „გალათასარაი“ დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამომ“ ამხანაგურ შეხვედრაში „გალათასარაი“ დაამარცხა #1TVSPORT

დღეს, 19 იანვარს საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ წყალბურთის ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის „დინამო“ თურქულ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და 16:9 დაამარცხა.

პირველი სამი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო და ბოლო პერიოდამდე სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. მეოთხე მეოთხედში კი თბილისელებმა მეტოქე 5:1 დაამარცხეს და, საბოლოო ჯამში, 7 ბურთით მოიგეს.

გატანილი გოლების ავტორები: ანდრია ვლაჰოვიჩი – 5, რეზი იმნაიშვილი – 3, სტეფან პიეშივაცი – 3, იოვან სარიჩი – 2, მაქს მალიშაუ – 1, ხვიჩა ჯახაია – 1, გიორგი მაგრაქველიძე – 1.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ 24 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს და „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება.