წყალბურთი | თბილისის „დინამო“ და „აპოლო“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ #1TVSPORT
3-5 ოქტომბერს წყალბურთში ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება, რომელშიც 16 გუნდი (მათ შორის ორი ქართული -„აპოლო“ და თბილისის „დინამო“) მონაწილეობს.
ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს – ჯგუფების გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერდ დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
საქართველოს ჩემპიონი, წყალბურთის კლუბი „აპოლო“ (ყოფილი „სპორტ მენეჯმენტი“) ევროთასზე სადებიუტო მატჩებს ათენში გამართავს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლო“ A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „დე ზაანი“ (ნიდერლანდები), „სმირნისი“ (საბერძნეთი) და „შპანდაუ“ (გერმანია) იქნებიან.
თამაშების განრიგი
3 ოქტომბერი, 20:00 | „დე ზაანი“ – „აპოლო“
4 ოქტომბერი, 22:00 | „სმირნისი“ – „აპოლო“
5 ოქტომბერი, 12:00 | „„აპოლო“ – „შპანდაუ“
„აპოლოს“ შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე), დმიტრი ალექსეევი, ლუკა გიორგაძე, ხვიჩა ჯახაია, ბექა კაპანაძე, დავით კიკალეიშვილი, გიორგი კირიაკიდი, მაქსიმ მალიშაუ, საბა მაჭავარიანი, ნინო მუდრაჟია, დროგოლუბ როგაჩი, იოვან სარიჩი, მილოშ ვუკიჩევიჩი, სრდან ვუკსანოვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დმიტრი სტრატანი
მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე

ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის“ დინამო“ C ჯგუფში მოხვდა და თამაშებს ხორვატიის ქალაქ შიბენიკში გამართავს – მისი მეტოქეები „სოლარის შიბენიკი“ (ხორვატია), ბუქარესტის „დინამო“ და ბუქარესტის „სტიაუა“ (ორივე რუმინეთი) იქნებიან.
თამაშების განრიგი
3 ოქტომბერი, 22:00 | „შიბენიკი“ (ხორვატია) – „დინამო“
4 ოქტომბერი, 20:00 | „დინამო“ – „სტიაუა“ (რუმინეთი)
5 ოქტომბერი, 12:30 | „დინამო“ – „რაპიდი“ (რუმინეთი)
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა:
გიორგი გვეტაძე (მეკარე), ფიოდარ ავერკა, მიხეილ ბაღათურია, ნიკოლა ბუკანი, გიორგი ჩაგელიშვილი, დრაგან დრასკოვიჩი, არტიომ ძიხწიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ნიკოლოზ ყურაშვილი, დავით ლანდია, გიორგი მაგრაქველიძე, ლუკა მჭედლიშვილი, ლუკა პაპიაშვილი, ლევან პეტაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, სანდრო ვასაძე, გიორგი ვეშაგური.
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი გოგელია
მწვრთნელი: აკაკი ცინცაძე.